.
ამ მომენტისთვის ბაზაში არის: ვაკანსია - 14, რეზიუმე - 13, ტრენინგი - 26.

vid

დახმარება

CV-ის ნიმუში გადმოწერა

10 ზოგადი რჩევა სამსახურის მაძიებლისთვის

1. სანამ შეუდგებით სამუშაოს ძებნას, ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩამოყალიბდით, როგორი სამუშაო გინდათ და რისი შესრულება შეგიძლიათ.
2. დარწმუნდით, რომ მოცემულ მომენტში მზად ხართ მუშაობის დასაწყებად.
3. გამოიყენეთ სამსახურის მოძებნის ყველა მეთოდი და საშუალება.
4. კარგად გაეცანით მომავალი სამუშაოს (ვაკანსიის) შინაარსს და იმ მოთხოვნებს, რომლებსაც იგი უყენებს მომუშავეს.
5. სწორად შეადგინეთ რეზიუმე (CV). გახსოვდეთ, ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას თქვენს შესახებ.
6. მოიპოვეთ და გააანალიზეთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ, სადაც აპირებთ მუშაობის დაწყებას.
7. სათანადოდ მოემზადეთ გასაუბრებისთვის.
8. გასაუბრების დროს ეცადეთ მშვიდად, ზედმეტი მღელვარების გარეშე მოახდინოთ თვითპრეზენტაცია და წარმოაჩინოთ თქვენი დადებითი მხარეები.
9. თქვენი შესაძლებლობების გამოსავლენად და შესამოწმებლად შესთავაზეთ ორგანიზაციაში მუშაობა თუნდაც რამდენიმე დღით.
10.. სამუშაოზე მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვიტოთ სხვა სამუშაოს ძებნა. თუ თქვენ არ იაქტიურეთ, ვერ შეძლებთ თქვენთვის სასურველი სამუშაო ადგილის პოვნას!

სამსახურის მაძიებლის 10 ტიპიური შეცდომა

1. მიზნის განუსაზღვრელობა:
უნდა დაისახოთ კონკრეტული მიზანი და გაითვალისწინოთ შრომის ბაზრის მოთხოვნები – რა კვალიფიკაციებზე, უნარჩვევევბზე და ა.შ. არის მოთხოვნა- წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმება რთული ან შეუძლებელი იქნება.

2. არასწორად შედგენილი რეზიუმე:
თუ რეზიუმე (CV) არასწორადაა შედგენილი, მეტია ალბათობა, რომ თქვენს კანდიდატურას შერჩევის პირველ ეტაპზეც არ განიხილავენ. ამით დამთავრდება თქვენი მცდელობა - მიიღოთ სამუშაო მოცემულ ორგანიზაციაში.

3. სამუშაოს ძიების ყველა საშუალების გამოუყენებლობა:
სამუშაოს ძიების მხოლოდ ერთ საშუალებაზე დაყრდნობა საკმაოდ დაბალეფექტური და არაგონივრულია. რაც მეტი ინფორმაცია გექნებათ და გამოიყენებთ სამუშაოს ძებნის ყველა საშუალებას, მით მალე მიიღებთ შედეგს.

4. გასაუბრებაზე მომზადების გარეშე წასვლა:
გასაუბრებისთვის მოუმზადებლობის შემთხვევაში დიდია რისკი, რომ დამსაქმებელი თქვენში ვერ დაინახავს იმ სპეციალისტს, რომელსაც ეძებს.

5. სუსტი მხარეების დემონსტრირება:
სუსტ მხარეებზე დასმული კითხვა თქვენი სტრესისადმი გამძლეობის შემოწმებაა. ზედმეტი აღელვება, არაადექვატური რეაქცია გადაწონის ძლიერ მხარეებს და დატოვებთ უარყოფით შთაბეჭდილებას.

6. ყოფილი ხელმძღვანელებისა და კოლეგების გაკრიტიკება:
თუ თქვენ დაიწყებთ ყოფილი კოლეგების გაკრიტიკებას, ამით დატოვებთ არასანდო და კონფლიქტური პიროვნების შთაბეჭდილებას და წარუმატებლობა გარდაუვალი იქნება.

7. კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხების - ,,კი”, ,,არა”, - გაცემა:
გასაუბრებისას მოკლე პასუხები (”კი”, ”არა”) ან გაჭიანურებული პაუზა, - ხაზს გაუსვამს თქვენ თავდაუჯერებლობას და თქვენი შეხედულებების ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უუნარობას.

8. დამსაქმებლისათვის თავის შეცოდება:
გახსოვდეთ, დამსაქმებელს ნაკლებად აინტერესებს წარუმატებელი, საკუთარი პრობლემებით დამძიმებული პიროვნება.

9. მხოლოდ ანაზღაურებით დაინტერესება:
ფული საჭიროა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სამუშაო პირობები. ამიტომ შრომის ანაზღაურების გარდა უნდა დაინტერესდეთ მუშაობის რეჟიმით, შრომის პირობებით, სოციალური გარანტიებით და სხვა.

10. გადამეტებული თვითრეკლამა:
გადამეტებული თვითშეფასება, თავის მოჩვენება ”ძალიან ჭკვიანად”, - წამგებიანი პოზიციაა, ვინაიდან ორგანიზაციებს მოთხოვნა აქვთ წარმატებულ თანამშრომლებზე და არა ამპარტავნებზე.

რამდენიმე რჩევა მათ, ვინც უკვე იშოვა სამსახური

1. დაიცავით სამსახურში მიღების ყველა წესი: დამსაქმებელთან გააფორმეთ შრომითი ხელშეკრულება, სადაც შეძლებისდაგვარად დეტალურად იქნება გაწერილი თქვენი უფლება–მოვალეობები, სამუშაოს ანაზღაურება, შრომის პირობები, კომპენსაციები და შეღავათები;

2. შეეცადეთ ახალ სამსახურში თავი წარმოაჩინოთ პროფესიონალ კადრად – ეს მოგცემთ საშუალებას სწრაფად მოიპოვოთ თანამშრომლების კეთილგანწყობა;

3. არ მოახდინოთ თქვენი განსაკუთრებული ურთიერთობის დემონსტრირება იმ ადამიანებთან, რომელთაც მიგიღეს სამსახურში; კეთილგანწყობა დაადასტურეთ პასუხისმგებლობითა და საქმისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულებით;

4. ეცადეთ, გაიგოთ და გაითავისოთ ქცევის ის წესები, რომლებიც მიღებული და დამკვიდრებულია მოცემულ ორგანიზაციაში. ეს დაგეხმარებათ ახალ გარემოსთან ადაპტირებაში.

გისურვებთ წარმატებას!

Copyright © 2009-2010 By OTO GEMAZASHVILI
MYTOP.GE

6 დღის ამინდის პროგნოზი


ამინდის პროგნოზი მოწოდებულია www.amindi.ge-ს მიერ.